მთავარი
სიახლე
პროდუქცია
სურათები
ბმულები
კონტაქტი
მთავარი
 

პიონერი საქართველოში ბიო სერთიფიცირებული პროდუქციის წარმოებაში.
”ნიკოლაშვილი ორგანიკ” შ.პ.ს. გთავაზობთ ბიო სეთიფიცირებულ პროდუქციას.

2004 წლიდან  ბიო მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანას წევრმა ფერმერმა გივი ნიკოლაშვილმა დაიწყო ვენახის მოვლა ელკანს შიდა სტანდარტებით.

ვენახები მდებარეობს გურჯაანის რაიონში მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს
2005 წლიდან მეურნეობა იმყოფება კონვერსიის (გარდამავალ) პერიოდში შესაბამისობა დგინდება ევროკავშირის აკრედიტაციის მქონე სერტიფიკაციის ორგანო შპს  ”კავკასსერტის”–ის  მიერ.

შ.პ.ს. "კავკასსერტი" არის პირველი ქართული ბიო მასერტიფიცირებელი რომელიც აკრედიტირებულია გერმანული ორაგნოს DGA mbH – Deutsche Gesellschaft für Akkreditierung mbH.-მიერ. აკრედიტაცის # DGA-ZE-4226.02

2008 წელს ”კავკასერტის” მიერ გაიცა სრული ბიო სერთიფიკატი, გ.ნიკოლაშვილის 5,8 ჰა ვენახზე. ეს იყო პირველი ბიო სერტიფიკატი საქართველოში

ბუდევინაიდან ვენახში არ გამოიყენება ქიმიური სასუქები და არ იწამლება სისტემური შხამქიმიკატებით, 2007 წლიდან  შევამჩნიეთ ჩიტის ბუდეები,რომლებშიც სეზონზე 2 თაობის ბარტყები იჩეკებიან. ჩვეულებრივ  ვენახში ასეთი რამ წარმოუდგენელია, ამიტომ ჩიტის ბუდე ბარტყებით, ჩვენი საფირმო ნიშნია.

ქარხანა2006 წლიდან მოსავალი მიიღება და გადამუშავდება ბიოლოგიური მეთოდებით შპს. ”მანავის” მარანში (საგარეჯოს რაიონის სოფელი მანავი), რომელიც აღჭურვილია    უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით და ცივად ჩამოსასხმელი ხაზით.

ჩამოსხმა ხდება მსერტიფიცირებლის    ზედამხედველობის ქვეშ.

 

 

  • ბოსტნეულისთვის ბიო თესლი მოწოდებულია ”Vitalis”-ის მიერ.
  • ბიო თესლი სერტიფისირებულია Skal-ის მიერ # 017981.